Bibamus!

Bibamus!
Showing posts with label ლუდი. Show all posts
Showing posts with label ლუდი. Show all posts

Saturday, August 19, 2017

რა ადგილი ეკავა ლუდს ანტიკურ სამყაროში?



მეცნიერების ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველი ლუდი მოიხარშა ანტიკურ ჩონეთში და ინდოეთში დაახლოებით 7000 წლის წინ. დასავლეთში კი პირველი ლუდი მოიხარშა მესოპოტამიაში, 3500-3100 წლის წინათ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხსენებული თარიღი დადგინდა არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად და სავარაუდოა, რომ ლუდი მესოპოტამიაში უფრო ადრეც იხარშებოდა.

Friday, July 7, 2017

ლუდი და მისი შემადგენელი კომპონენტები



ლუდის ისტორია ცივილიზაციასთან ერთად იწყება და ცივილიზაციასთან ერთად დასრულდება. პირველი ლუდი შუამდინარეთში მოიხარშა და მას შემდეგ უხალისებს ლუდის გურმანებს განწყობას. ამასთან, საუკუნეებს განმავლობაში ლუდი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სასმელი იყო წყურვილის მოსაკლავად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუფთა წყალზე ხელი ერთეულებს თუ მიუწვდებოდა. აქედან გამომდინარე, ლუდს ბავშვებიც კი სვამდნენ.

ლუდი შედგება 4 ძირითადი კომპონენტისაგან, თუმცა რიგ შემთხვევაში ხდება თაფლის, ყავის ან ხილის დამატებაც არომატისთვის. ეს 4 კომპონენტია წყალი, ალაო, სვია და საფუარი.