Bibamus!

Bibamus!

Wednesday, July 26, 2017

12 სასარგებლო რჩევა ლუდის საფუართან დაკავშირებით


საფუარის რეჰიდრატაცია

  1. იმ შემთხვევაში, თუ მშრალ საფუარს იყენებთ, საჭიროა მისი რეჰიდრატაცია. ამისათვის საფუარი უნდა ჩავალბოთ 38 გრადუს ცელსიუს წყალში 15-30 წუთით. გაითვალისწინეთ, რომ გარემო უნდა იყოს სტერილური, წყალი გადადუღებული და ჭურჭელი უნდა იყოს თავდახურული.

    ალაოს ნახარშის ჟანგბადით გამდიდრება
  2. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს მრავალი სახეობის თხევადი საფუარი, რომლებიც კარგი ხარისხით თუმცა შედარებით მაღალი ფასით გამოირჩევიან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გამოყენებამდე გამოყენების წესებს კარგად გავეცნოთ და ალაოს ნახარში აუცილებლად გავამდიდროთ ჟანგბადით (შენჯღრევის მეთოდით).
  3. საფუარის მოქმედება განსხვავდება დასაყენებელი ლუდის რაოდენობის მიხედვით. რაც მეტია სითხე, მით უფრო ნაკლები რეაქცია აქვს მას ტემპერატურის ცვალებადობაზე. ამასთან, ბევრ ნახარშს უფრო მეტი დრო სჭირდება ფერმენტაციისთვის და საფუარის დალექვისთვის.
  4. საფუარის ქცევა დამოკიდებულია აგრეთვე ინგრედიენტებზე, ვინაიდან სხვადასხვა სახის ალაო სხვადასხვა რაოდენობის შაქარს შეიცავს.
  5. როდესაც თბილა საფუარი როგორც წესი უფრო აქტიურია. ამასთან, ცივი ტემპერატურა ეხმარება საფუარს დალექვაში.

    ბაქტერიებით დაბინძურებული ნახარში
  6. ბაქტერიებით დაბინძურება ხელს უშლის საფუარს ფერმენტაციაში, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ გამოყენებული ნივთებისა და ინგრედიენტების დეზინფექციას.

    საფუარის კოლონია
  7. იმ შემთხვევაში თუ იყენებთ თქვენივე წარმოების საფუარს, გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან საფუარი ცოცხალი ორგანიზმია, სხვადასხვა რაოდენობის ლუდისთვის გამოყვანილი საფუარი სხვადასხვაგვარად იმოქმედებს (მაგ. საფუარი რომელიც ადრე გამოყენებულ იქნა 1000 ლიტრი ლუდის ფერმენტაციისთვის, სხვანაირად იმოქმედებს 20 ლიტრი ლუდის ფერმენტაციისას).
  8. ზედმეტი საფუარი ლუდს აძლევს საფუარის გემოს, ხოლო ნაკლები საფუარის შემთხვევაში ფერმენტაცია გრძელდება დიდხანს (ან სრულდება სრულ ფერმენტაციამდე).
  9. სახლში მოხარშული ლუდი დროთა განმავლობაში იძენს იმ სახლისათვის დამახასიათებელ არომატსა და გემოს, სახლში არსებული მიკროორგანიზმების გამო.

    არაბრენდირებული საფუარი
  10. გამოიყენეთ ბრენდირებული და მაღალი ხარისხის საფუარი. საფუარზე თანხის დაზოგვა ლუდის მთელს პარტიას რისკის ქვეშ აყენებს.
  11. მას შემდეგ რაც ფერმენტაცია დაიწყება, არავითარ შემთხვევაში არ ჩაასხათ ლუდში გადაუდუღებელი წყალი, ვინაიდან იგი შეიცავს ჟანგბადს და ბაქტერიებს.
  12. ზოგ შემთხვევაში ხდება ლუდის საფუარების ერთმანეთში შერევა, რამაც შეიძლება კარგი შედეგი მოგვცეს. ზოგიერთი ლუდსახარში ერთდროულად იყენებს ლაგერის და ელის საფუარს. მთავარია ვიცოდეთ, რომ ჩვენი ნარევი იმუშავებს და ლუდს არ გააფუჭებს. 

No comments:

Post a Comment