Bibamus!

Bibamus!

Wednesday, July 12, 2017

როგორ მოვხარშოთ ლუდი სახლის პირობებში ალაოს ექსტრაქტით

ხორბლის ლუდი


აღნიშნული პოსტი განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც ჯერჯერობით ლუდის ხარშვის გამოცდილება არ აქვთ. ხსენებული რეცეპტის საშუალებით თქვენ შეძლებთ სახლის პირობებში ძალიან მარტივად მოხარშოთ თქვენი პირველი ლუდი. 


რა დაგვჭირდება ამისათვის? პირველ რიგში ვისაუბრებ ტექნიკურ საშუალებებზე. ლუდის მოსახარშად დაგჭირდებათ:

  • დიდი ზომის ქვაბი;

  • 20 ლიტრის ტევადობის ორი ცალი შუშის ჭურჭელი.

რაც შეეხება ინგრედიენტებს, დღევანდელ პოსტში შემოგთავაზებთ ხორბლის ლუდის რეცეპტს. 19 ლიტრი ლუდისთვის საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები (ინგრედიენტებზე დაკლიკვით შეგიძლიათ იხილოთ მეტი ინფორმაცია):

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელი, სადაც მოხდება ლუდის ფერმენტაცია და ყველაფერი, რაც ლუდთან შეხებაში იმყოფება უნდა იყოს აბსოლუტურად სტერილური. ამის მიღწევა შეიძლება გამოხარშვით ან დასპირტვით.

ქვაბში ვადუღებთ დაახლოებით 4 ლიტრ წყალს, რომელშიც უნდა გავხსნათ ალაოს ექსტრაქტი. როდესაც ექსტრაქტი გაიხსნება სრულად, მიღებული სითხე უნდა ავადუღოთ და მასში ჩავყაროთ სვია (28 გრამი). სვიასთან ერთად სითხე უნდა ვადუღოთ კიდევ ნახევარი საათი. ნახევარი საათის შემდეგ მიღებული ნახარში უნდა გავაგრილოთ მაქსიმალურად სწრაფად (შესაძლებელია ცივი წყლის დამატება) და გადავიტანოთ შუშის ჭურჭელში (ჭურჭელი უნდა იყოს სტერილური). ჭურჭელში ვამატებთ წყალს, ისე რომ საერთო ჯამში მივიღოთ 19 ლიტრი სითხე. აღნიშნულის შემდეგ ჭურჭელში ვამატებთ საფუარს (1 შეკვრა) და ვხუფავთ სპეციალური თავსახურით. ფერმენტაციისთვის ლუდს ესაჭიროება ბნელი ადგილი და მუდმივი ტემპერატურა. 1-2 კვირის შემდეგ, როდესაც ფერმენტაცია დასრულდება, ლუდი უნდა გადავასხათ სხვა ჭურჭელში და შევინახოთ კიდევ 2 კვირა. აღნიშნულის შემდეგ, ლუდი შეგვიძლია ჩამოვასხათ ბოთლებში. 

იმისათვის, რათა ლუდი იყოს გაზირებული, საჭიროა მას დავუმატოთ შაქრისგან დამზადებული სიროფი. სიროფის დასამზადებლად უნდა ავადუღოთ 2 ჭიქა წყალი და 142 გრამი სპეციალური შაქარი. 10 წუთის შემდეგ მიღებულ სიროფს ვამატებთ ლუდში, ლუდს ვასხამთ ბოთლებში, ვხუფავთ და ვინახავთ დაახლოებით 21 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 2-3 კვირის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი ნახელავით.

No comments:

Post a Comment